სიახლეების ზონა
სიახლეების ზონა

5 ნაბიჯი HTML და CSS-ის დამოუკიდებლად შესასწავლად

სქროლი ქვევით
ამირან ებრალიძე
ამირან ებრალიძე
  • ქვეყანა:
    საქართველო
  • ქალაქი:
    თბილისი
  • უბანი:
    სოლოლაკი

08.02.2024

14:32

Ebral'A

სავსებით შესაძლებელია დამოუკიდებლად დაეუფლოთ HTML და CSS საბაზისო დონეზე. უფრო მეტიც, ეს საკმაოდ მარტივია, თუ ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდებით. თუნდაც მცირეოდენი ცოდნისა და უნარების არსებობის შემთხვევაში, თქვენ უფრო მეტად შეძლებთ ახალი მასალების დაეუფლებას  და შედარებით მარტივად გადახვალთ უფრო რთულ თემებზე.

როგორ შევისწავლოთ HTML და CSS დამოუკიდებლად? ამ სტატიაში, ჩვენ მოგაწვდით ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე 5 პუნქტიან გეგმას.

თემის ზოგადი მცნება

დასაწყისისთვის, მნიშვნელოვანია უბრალოდ გავიგოთ, რა არის HTML და CSS, როგორ არიან ისინი დაკავშირებულნი, როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან და რისთვის გამოიყენება თუთოეული მათგანი. ამის თაობაზე უამრავი ინფორმაცია მოიძიება ინტერნეტში. თეორიის წაკითხვას ვიკიპედიაზეც კი შეგიძლიათ.

HTML შესწავლა

გირჩევთ, ჯერ გაეცნოთ HTML ვერსიების ისტორიას, რათა უკეთ გაიგოთ ჰიპერტექსტის მარკირების ენის ევოლუციის ლოგიკა. ამის შემდეგ გადადით პირდაპირ პრაქტიკულ სწავლაზე:

  • HTML თეგები
  • HTML ატრიბუტები
  • HTML მოვლენები

ბევრი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ DEVELOPER.MOZILLA.ORG და W3C ვებსაიტებზე. ამავდროულად, ჩვენ გირჩევთ არა მხოლოდ წაიკითხოთ ინფორმაცია, არამედ დააინსტალიროთ კოდის რედაქტორი, მაგალითად, Visual Studio Code და დაუყოვნებლივ დაიწყოთ კოდის წერა თეგებით.

რჩევა! თუ რაიმე მიზეზით თქვენ ვერ დააინსტალეთ VS Code, არსებობს ალტერნატიული ვარიანტი. ონლაინ რედაქტორი PHOENIX CODE EDITOR, რომელიც წარმოადგენს მძლავრ და ფუნქციონალურ ინსტრუმენტს პირდაპირ თქვენს ბრაუზერში. თანაც კოდი, რომელსაც თქვენ წერთ, უმალვე აისახება ეკრანის მარჯვენა მხარეს.

 

CSS შესწავლა

მას შემდეგ რაც შეისწავლით HTML თეგების საფუძვლებს, აუცილებელია გადახვიდეთ CSS თვისებებზე და სელექტორებზე. ჩვენ ასევე გირჩევთ გამოიყენოთ თქვენი ახალად შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში. დაწერეთ რამე კოდის რედაქტორში, რათა დაუყოვნებლივ ნახოთ თქვენი უნარები და ცოდნის დონე.

პრაქტიკა

მოდის ყველაზე საინტერესო ნაწილი!

მას შემდეგ, რაც ცოტა უფრო კარგად გავეცნობით ძირითად თეგებს, თვისებებს და სელექტორებს, გირჩევთ გადახვიდეთ უფრო რთულ ამოცანებზე. ახლა თქვენ ნამდვილად გჭირდებათ კოდის დამოუკიდებელი რედაქტორი – Atom, Visual Studio Code ან სხვა.

პრაქტიკის მრავალი ვარიანტი არსებობს:

  • იპოვეთ ვებსაიტი მარტივი დიზაინით ინტერნეტში და სცადეთ მისი გამეორება HTML და CSS გამოყენებით.
  • იპოვეთ PSD მაკეტები და გააკეთეთ იგივე განლაგება მათ მიხედვით.
  • მოიძიეთ YouTube-ზე ვიდეო გვერდის განლაგების პროცესის შესახებ და ცადეთ გაიმეოროთ ის ავტორთან ერთად.
  • სცადეთ ონლაინ HTML და CSS ტრენაჯორები. ქსელში საკმაოდ ბევრია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ფასიანია.

ივარჯიშეთ რაც შეიძლება მეტი! არ მოგერიდოთ  და მოიძიეთ ინტერნეტში ინფორმაცია, რჩევები და მასალები ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად. თავიდან, ამის გარეშე არ გამოგივათ არაფერი. დროთა განმავლობაში, თქვენ გახდებით უფრო დამოუკიდებლები და შემდგომში, სულ უფრო ნაკლებათ დაგჭირდებათ “მოგუგლვა”, რომ მიაგნოთ საჭირო თეგებს ან თვისებებს.

ონლაინ კურსები

ქსელში მრავლად მოიძებნება შემსწავლელი კურსები, ვებინარები და გაკვეთილები. ძირითადათ, ისინი ფასიანია. მთავარია, მიაქციოთ ყურადღება მათ დონეს. წაიკითხეთ გამოხმაურებები და შეფასებები, მათი პროგრამა და შემდეგ გადაწყვიტეთ, ჩაეწეროთ თუ არა კურსზე ან ვებინარზე.

კატეგორია ვებ-დიზაინი, სასარგებლო, ფრონტ-ენდითეგები:
© 2024 E'A Web Creations.